ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას ესმის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის იმედგაცრუება, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია ესკალაციის თავიდან აცილება. - ამის შესახებ მან ARD-ის ეთერში განაცხადა.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო-მ გაზარდა უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება. ასევე "უპრეცედენტო სანქციების" გამო, რუსეთს ძვირის გადახდა უწევს.
"ჩვენ გავზარდეთ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა - გერმანია ამ ძალისხმევაში მათავარ როლს თამაშობს. ნატო და მოკავშირეები უკრაინის არმიას, 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ წვრთნიან.
მესმის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება, რადგან ისინი პრეზიდენტ პუტინის და რუსი სამხედროების სასტიკი უაზრო ომის მსხვერპლნი არიან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, აუცილებელია კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press