საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხის საკნიდან საქართველოდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს.
ამასთან ექს-პრეზიდენტი ელის, რომ იგივე მოთხოვნას საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაც დააყენებს.
"ქართველ ხალხს და მათ შორის საქართველოს ოპოზიციას არ სურს ომი. ამავე დროს, მოვითხოვთ საერთაშორისო სამართლის განუხრელ დაცვას. მოვუწოდებთ 1999 წლის სტამბოლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებების შესრულებისკენ და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ.
ჩვენ ველით, რომ იგივე მოთხოვნას არაორაზროვნად დააყენებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაც. ამის შემდეგ, დღეს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიან რეინტეგრაციას დავიწყებთ." - წერს სოციალურ ქსელში მესამე პრეზიდენტი.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press