უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ იგი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ რაუნდზე, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლს, ჟოზეფ ბორელს ესაუბრა.
„ჩვენ განვიხილეთ, ევროკავშირის მიერ მე-5 რუსეთისთვის სანქციების პაკეტის დაწესების საკითხი“, - დაწერა დმიტრო კულებამ Twitter-ზე.
9 მარტს, ევროკავშირმა სანქციების მეოთხე რაუნდი აღასრულა, რომელიც მიზანში იღებდა კიდევ 160 ოლიგარქს, რუსი პოლიტიკოსსა და სამ ბელარუსულ ბანკს.
„ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ეს იქნება საჭირო რუსული ბარბაროსობის შესაჩერებლად”, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
მისივე პოსტის თანახმად, ოფიციალურმა პირებმა ასევე, ისაუბრეს ევროკავშირში გაქცეული უკრაინელი ლტოლვილების დახმარებისათვის შესბამისი ზომების მიღებაზე.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press