Foto

პუტინი შოლცს ესაუბრა - რა საკითხები განიხილეს ლიდერებმა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. 

გამოცემის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

ამასთანავე, გამოცემის ცნობით, ერთ-საათიან საუბრში გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება და პროგრესის მიღწევა, რაც შეიძლება მალე, კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის გზით. 

რაც შეეხება რუსულ მედიას, ის ლიდერებს შორის საუბრის დასრულების შემდეგ წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა ოლაფ შოლცს განუცხადა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებას ცდილობს, ახალ და არარეალურ მოთხოვნებს აყენებს.