Foto

უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და უკრაინასა აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

17 მარტს, სენატში გამოსვლისას, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულაზიზ კომილოვმა კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდა, რომ უთანხმოება დიპლომატიურად გადაწყვიტონ.

უზბეკეთი ასევე, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭრს და არ აღიარებს სეპარატისტულ, თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას.

„უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება უზბეკეთისთვის ღრმა შეშფოთების მიზეზია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტას და ამ კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარებას. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, აუცილებელია, პირველ რიგში, დასრულდეს სამხედრო მოქმედებები და აგრესია“, - აღნიშნა კომილოვმა.