პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ინფორმაცით, ქვეყანაში უკრაინიდან შესულმა ლტოლვილთა რაოდენობამ, 2 მილიონს გადააჭარბა, რაც პოლონეთის დედაქალაქის, ვარშავის მოსახლეობაზე მეტია.
სასაზღვრო დაცვის სამსახურმა 18 მარტს "ტვიტერის" გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად შესული ადამიანების რიცხვი მცირდება.
"თავშესაფრის მაძიებლები ძირითადად ბავშვებიანი ქალები არიან. პოლონელი მესაზღვრეები პირველი ადამიანები არიან, ვინც მათ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დახმარებას უწევენ.", - ნათქვამია სასაზღვრო დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან, უკრაინიდან 3 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა 24 თებერვალს დაიწყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press