მოძრაობა „დროა“-ს ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნის პატივსაცემად, 19 მარტს, პარლამენტის წინ, მათ ფოტოებს მიიტანენ.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ბათუმიში, 15:00 სთ-ზე, ერას მოედანზე და ზუგდიდში, 15:00 სთ-ზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, ცენტრალური ბულვარის ტერიოტრიაზე გაიმართება.
„დღეს დავკარგეთ ორი ქართველი მებრძოლი,
გია ბერიაშვილი და დავით რატიანი.
ამ ადამიანებმა, სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მშვიდობისთვის.
მათ საკუთარ თავზე აიღეს, თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს.
ყველაზე მინიმუმი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მათი ხსოვნის პატივისცემა და მათ ოჯახებზე ზრუნვა.
მე არ ვიცი და არ მაინტერესებს ხელისუფლება რას იზამს,
ჩვენ, ხალხმა ავიღოთ ინიციატივა.
ხვალ, თბილისში 15:00 სთ-დან, პარლამენტის წინ, მივიტანთ მათ ფოტოებს და ყველას გექნებათ შესაძლებლობა, პატივი მიაგოთ მათ ხსოვნას.
ბათუმი - 15:00 სთ-ზე, ერას მოედანზე.
ზუგდიდი - 15:00 სთ-ზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან (ცენტრალური ბულვარის ტერიოტრიაზე“, - წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუკ“-ზე.
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
პროკურატურიდან ვიცი, რომ ახლა ემზადებიან წამიყე...
Mana press