რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია უკრაინაში რეგიონული საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის გარდაცვალებას ადასტურებს
სულ მცირე ხუთი რუსი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის კოსტრომას საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური, უკრაინაში, ბრძოლის დროს მოკლეს. ამის შესახებ რუსული რეგიონალური სახელმწიფო ტელევიზია, GTRK Kostroma იტყობინება.
უკრაინაში, სპეცოპერაციის დროს, 331-ე გვარდიის საჰაერო სადესანტო პოლკის სამხედროებმა „სიცოცხლე გაწირეს [რუსეთის] უსაფრთხოებისთვის“, - ამბობს რუსული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ასევეა ქვედანაყოფის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი, უფროსი სერჟანტი სერგეი ლებედევი, სერჟანტი ალექსანდრე ლიმონოვი, კაპრალი იური დექტიარევი და კაპიტანი ალექსეი ნიკიტინი.
ამბავს CNN იუწყება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press