Foto

ჩინეთის პრეზიდენტი ბაიდენს - კონფლიქტი და დაპირისპირება „არავის ინტერესებში არ შედის“

„კონფლიქტი და დაპირისპირება არავის ინტერესებში არ შედის“, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ვიდეო საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, მშვიდობა და უსაფრთხოება საერთაშორისო თანამეგობრობის ყველაზე ძვირფასი საგანძურია.

„კონფლიქტი და დაპირისპირება არავის ინტერესებში არ შედის. მშვიდობა და უსაფრთხოება საერთაშორისო თანამეგობრობის ყველაზე ძვირფასი საგანძურია“, - განაცხადა სი ძინპინმა.

ცნობისთვის, სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა, ამერიკის დროით, 18 მარტის დილის საათებში გაიმართა.

ამბავს CNN ავრცელებს.