„უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის მიზნით უკრაინელ კოლეგებთან ვიზიტს, იდეის დონეზე განვიხილავ“, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს.
მისივე თქმით, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, იგი აღნიშნულის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ვერ ავრცელებს.
„დღეს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში ჩემ შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. ომის დაწყების დღიდან ვფიქრობ როგორ შეიძლება გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის და მათი სახელმწიფოს მიმართ. ერთ-ერთი საკითხია ვიზიტი უკრაინაში, რომელიც იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ბუნებრივია მეტ დეტალზე არ და ვერ ვისაუბრებ.
წარმატებები უკრაინას და გმირ უკრაინელ ხალხს!“, - წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუკ“-ზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press