„უკრაინაზე თავდასხმით ისინი გაანადგურებენ ყველაფერს, რასაც რუსეთის საზოგადოებამ ბოლო 25 წლის განმავლობაში მიაღწია“, - ამის შესახებ უკრაინის სპრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომის ფასი „მტკივნეული დაცემის“ ტოლფასი იქნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენზე თავდასხმით ისინი გაანადგურებენ ყველაფერს, რასაც რუსეთის საზოგადოებამ ბოლო 25 წლის განმავლობაში მიაღწია. და ისინი დაბრუნდებიან იქ, სადაც ოდესღაც დაიწყეს აწევა, როგორც ამბობენ, „გამაოგნებელ 90-იან წლებში“. მხოლოდ თავისუფლების გარეშე, მილიონობით ადამიანის შემოქმედებითი სურვილის გარეშე, იშრომოს საკუთარი სახელმწიფოს განვითარებისთვის. ასეთი იქნება რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომის ფასი. ეს მათთვის დაცემა იქნება, მტკივნეული დაცემა. და ისინი ამას იგრძნობენ - თუნდაც ტელევიზიის პროპაგანდისტების მიერ ხალხისთვის მიწოდებული ოპიუმის მიუხედავად“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press