უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, რუსეთის საჰაერო თავდასხმებისა და დასახლებული უბნების საარტილერიო დაბომბვის შედეგად, ხარკოვში, 450-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა ომის პირველ 11 დღეში. ამის შესახებ ინფორმაცია 18 მარტს, Human Rights Watch-მა გაავრცელა.
ორგანიზაციის ცნობით, თავდასხმებმა დააზიანა სამოქალაქო შენობები, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სალოცავი ადგილები და მაღაზიები, რამაც ხელი შეუშალა საკვებსა და მედიკამენტებზე წვდომას. რუსმა ოკუპანტებმა, ასევე დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურაც, რის გამოც მშვიდობიანი მოსახლეობამ დაკარგა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისებზე წვდომა, როგორიცაა ელექტროენერგია, გათბობა და წყალი.
Human Rights Watch-მა დაადგინა, ხარკოვის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, რუსული ძალების მიერ კასეტური საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი იარაღის გამოყენების შემთხვევა, აშკარა განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმებისას. მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში განურჩეველი დაბომბვა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და შეიძლება მიჩნეულიყოს, როგორც ომის დანაშაული.
„ხარკოვში რუსულმა სამხედრო ძალებმა აჩვენეს უგულებელყოფა სამოქალაქო პირების მიმართ დასახლებულ პუნქტებში განმეორებითი აშკარა განურჩეველი თავდასხმების შედეგად. რუსეთის არმიამ შეიძლება დაიჯეროს, რომ მათ შეუძლიათ უგულებელყოს ომის კანონები ხარკოვზე თავდასხმისას, მაგრამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს აქვს იურისდიქცია ხარკოვში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე. შედეგად კი, პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში იქნებიან მიცემულნი“, - ამის შესახებ განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press