ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის, სი ძინპინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საუბარი ახლახან დასრულდა.
შეხვედრის დროს, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს მშვიდობაზე პასუხისმგებლობა ორივე ქვეყანამ უნდა აიღოს. ამის შესახებ ჩინური საინფორმაციო სააგენტო Xinhua იტყობინება.
სი ძინპინის თქმით, ჩინეთი და შეერთებული შტატები „როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები და მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა“, „არამხოლოდ უნდა წარმართონ რუსეთ-უკრაინას შორის შემდგომი ურთიერთობები სწორ გზაზე, არამედ აიღონ გარკვეული საერთაშორისო პასუხისმგებლობაც და მშვიდობისთვის იმუშავონ“.
ჩინეთის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნოემბრის წინა ვირტუალური შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ვითარებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მისი თქმით, მშვიდობისა და განვითარების დომინანტური ტენდენცია სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და სამყარო, ახლა აღარც მშვიდია და აღარც სტაბილური.
„უკრაინის კრიზისი არ არის ის, რისი ნახვაც გვინდა“, - ხაზგასმით აღნიშნა სი ძინპინმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press