შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა გააკრიტიკა რუსეთის მცდელობები, იცრუოს უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის ბრალდებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, მისი სასოწარკვეთის ნიშანია.
„როგორც ერთი კვირის წინ ვთქვი, უკრაინას არ აქვს ბიოლოგიური იარაღის პროგრამა. არ არსებობს უკრაინული ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიები - არც რუსეთის საზღვართან, არც არსად. არის მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებები, სიამაყით ვამბობ, მხარდაჭერილი და აღიარებული. შეერთებული შტატების მთავრობის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა მთავრობებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ“, - დასძინა თომას-გრინფილდმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press