ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას მხარი დაუჭირა. - ამის შესახებ შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„მხარს ვუჭერ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ძირითადი სერვისების მიწოდებას და მოქალაქეების დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას. გრძელვადიან პერსპექტივაში, გახდება საფუძველი თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინის აღდგენისათვის, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ. პარტნიორებს შეუძლიათ, ფონდის განვითარებაში საკუთარი წვლილი საერთაშორისო დონორთა კონფერენციის მეშვეობით შეიტანონ“, - წერს შარლ მიშელი.
ამასთან, შარლ მიშელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარის შესაახებაც ავრცელებს ინფორმაციას.
„პრეზიდენტ ზელენსკისთან განვიხილე, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კონკრეტული ელემენტები“, - აღნიშნულია შარლ მიშელის განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press