დღეს უკრაინაში 10 ჰუმანიტარული დერეფანი ამოქმედდება. - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, ჰუმანიტარული დერეფანი, მარიუპოლიდან ზაპოროჟიემდე იმუშავებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ მარშრუტით თითქმის ხუთი ათასი ადამიანი გაიყვანეს. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ექნებათ დონეცკის ოლქში ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანონ.
კიევის ოლქში ჰუმანიტარული დერეფნით სარგებლობას ბერვიცის, ბოგდანოვკის, ბოროდიანკასა და ბუჩაში მყოფი მოქალაქეები შეძლებენ.
ლუგანსკის ოლქში მყოფი მოსახლეობა ლისიჩანსკადან, სევეროდონეცკიდან, რუბეჟნიდან და პოპასნოიდან შეძლებს გამგზავრებას.
რაც შეეხება ხერსონის ოლქს, აქ ჰუმანიტარული დახმარების შეტანა იგეგმება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press