"რადიო თავისუფლება" საქართველოს მთავრობის განკარგულებას ასაჯაროვებს, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს სამუშაო ვიზიტზე უარი უთხრა.
დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა რომ სტანდარტული პროცედურის მიხედვით უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ დღეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრემიერ-მინისტრისგან ითხოვა თანხმობა ევროპაში ოფიციალური შეხვედრების გასამართად.
შეგახსენებთ, 14 მარტს, პრეზიდენტმა ვიზიტზე უარის თქმის მიღების შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა "რადიო თავისუფლებას" აცნობა, რომ ვიზიტებთან დაკავშირებით პრემიერის აპარატში სულ (ინაუგურაციიდან დღემდე) გაგზავნილია 39 წერილი - აქედან 33-ზე თანხმობაა, 1-ზე უარი, 5 წერილი კი უპასუხოდ არის დარჩენილი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press