Foto

„აზოვის“ სპეცდანიშნულების რაზმმა, მარიუპოლში გაანადგურა საწყობები, სადაც ოკუპანტების საბრძოლო მასალა ინახებოდა

მარიუპოლში "აზოვის" პოლკის მებრძოლებმა ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს - ამის შესახებ ინფორმაციას "აზოვის" სპეცდანიშნულების რაზმი ტელეგრამ არხზე იტყობინება.

"დღეს დილით, სპეცოპერაციისას, აზოვის პოლკის ჯარისკაცებმა დაარბიეს მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტი, რა დროსაც განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი, მტრის ოფიცრები და ქვეითი ოცეული“, - აცხადებენ "აზოვის" პოლკში.