გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსულ აგრესიას 846 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 64 ბავშვი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კრაინელები ძირითადად დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმის მსხვერპლი ხდებიან, თუმცა რეალური ზარალი გაცილებით მაღალია.
"24 თებერვლიდან 18 მარტამდე, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 2 246-ს შეადგენს, აქიდან 847 დაიღუპა, მათ შორის 64 ბავშვი, ხოლო 1,399 დაშავდა, მათ შორის 78 ბავშვი. უკრაინელები ძირითადად დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმის მსხვერპლი ხდებიან. რეალური ზარალი გაცილებით მაღალია,"- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press