მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს სკოლის შენობა, რომელსაც 400-მდე დევნილი აფარებდა თავს. მათივე ინფორმაციით, სკოლის შენობა განადგურდა და ხალხი ნანგრევებშია. შენობაში ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები იმყოფებოდნენ. მაშველები მათ გადარჩენას ცდილობენ.
დაღუპულებსა და დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ კვირაში ომის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო მარიუპოლში დრამატული თეატრის შენობის დაბომბვა და ფაქტობრივი განადგურება, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. უკრაინამ დაბომბვაში რუსეთი დაადანაშაულა.
მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო მონაწილეობა საჰაერო თავდასხმაში - მოსკოვი ამტკიცებს, რომ ეს იყო აზოვის ბატალიონის "პროვოკაცია", რომლის მებრძოლებმა, სავარაუდოდ, ააფეთქეს მათ მიერ დანაღმული შენობა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press