"შეიცვალა არა პუტინის სტრატეგია, არამედ მისი ტაქტიკა", მას შემდეგ, რაც კიევი ვერ დაიპყრო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "გეგმა B"-ზე გადადის. - წერს WSJ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტურმა დაცვამ აიძულა პუტინი შეეცვალა თავისი ტაქტიკა.
პუტინს სურს, აიძულოს კიევი დათმოს უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიები. ამრიგად, რუსეთს სურს შექმნას "სახმელეთო დერეფანი" ქვეყნის დასავლეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის, ასევე გააფართოოს კონტროლი დონბასზე.
წყაროს ცნობით, პუტინი გააგრძელებს სამხედრო ზეწოლას, მათ შორის ქალაქების დაბომბვას იმ იმედით, რომ ეს აიძულებს ზელენსკის დაკარგოს დასავლეთთან ალიანსში გაწევრიანების იმედები და დაეთანხმოს ნეიტრალურ სტატუსს და კრემლის სხვა მოთხოვნებს.
თუ პუტინის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აშშ-ის ოფიციალური პირები თვლიან, რომ რუსეთის ფედერაცია შეეცდება შეინარჩუნოს მისი რეგულარული ჯარების მიერ ოკუპირებული მთელი ტერიტორია და გააგრძელოს ესკალაცია.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press