Foto

პენტაგონი - პუტინი მშვიდობიან მოსახლეობას სამხედრო წარუმატებლობის გამო უტევს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იძლევა ბრძანებებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაზე, რადგან მისი ჯარი განიცდის სამხედრო წარუმატებლობას, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს ისინი, რუსული ჯარები, არ არიან ეფექტურ ადგილზე მათი მანევრების თვალსაზრისით. ისინი არსებითად შეჩერდნენ“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

პენტაგონის ხელმძღვანლემა დასძინა, რომ უკრაინელებმა გამოიჩინეს „საკმარისი მონდომება“, ეფექტურად გამოეყენებინათ აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი და აღჭურვილობა.

ცნობისთვის, მანამდე ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრისას სერიოზული შეცდომები დაუშვა და საოკუპაციო ჯარის წინსვლა, გეგმის მიხედვით არ წარიმართა.