Foto

ბრიტანეთის დაზვერვა - ოკუპანტებმა შესაძლოა კიევის ალყაში მოქცევა სცადონ

მიუხედავად შეტევითი ოპერაციის წარუმატებლობისა, კიევი კვლავ რჩება რუსული ჯარების მთავარ სამხედრო სამიზნედ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა იტყობინება. 

მათივე ცნობით, მტერმა შესაძლოა უახლოეს კვირებში სცადოს დედაქალაქის ალყაში მოქცევა.  

ამასთანავე, ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ კიევის ჩრდილოეთით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის ძალების 2/3, რომლებიც ქალაქისკენ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიიწევდნენ, შეჩერდა. 

ამასთანავე, დაზვერვის ცნობით, ჩრდილო-დასავლეთისკენ მიმავალი ჯარების უკრაინელების სასტიკმა წინაარმდეგობამ მოიგერია. თუმცა, უწყება წერს, რომ რუსი ოკუპანტების დიდი ნაწილი კიევის ცენტრიდან 25 კილომეტრში რჩება.