მიუხედავად შეტევითი ოპერაციის წარუმატებლობისა, კიევი კვლავ რჩება რუსული ჯარების მთავარ სამხედრო სამიზნედ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა იტყობინება.
მათივე ცნობით, მტერმა შესაძლოა უახლოეს კვირებში სცადოს დედაქალაქის ალყაში მოქცევა.
ამასთანავე, ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ კიევის ჩრდილოეთით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის ძალების 2/3, რომლებიც ქალაქისკენ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიიწევდნენ, შეჩერდა.
ამასთანავე, დაზვერვის ცნობით, ჩრდილო-დასავლეთისკენ მიმავალი ჯარების უკრაინელების სასტიკმა წინაარმდეგობამ მოიგერია. თუმცა, უწყება წერს, რომ რუსი ოკუპანტების დიდი ნაწილი კიევის ცენტრიდან 25 კილომეტრში რჩება.
მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებე...
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ლი...
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რ...
რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შე...
რუსებმა წუხელ უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის...
Mana press