საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ემზადება საქართველოს რუსეთისთვის გადასაცემად, მზადდება პროვოკაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთი ნეიტრალიტეტს გამოაცხადბს.
ამასთანავე, ექს-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ამზადებს მის გადაცემას რუსეთისთვის.
„იმ პერიოდში, როცა უკრაინა იბრძვის მათ შორის საქართველოსთვის, ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. ესენი სხვათა შორის ამზადებენ ჩემ გადაცემას რუსეთისთვისაც, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, სიცოცხლეს რა აზრი აქვს თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ. ისინი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. მზადდება პროვოკაცია ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გასწვრივ, რის შემდეგაც რუსეთი მოგვთხოვს ნეიტრალიტეტს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press