Foto

China Eastern Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 133 ადამიანი იმყოფებოდა, ჩამოვარდა

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, China Eastern Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 133 ადამიანი იმყოფებოდა, სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდა.

მედიის ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი „ბოინგ 737“ იყო.

თვითმფრინავი რეისს კუნმინიდან გოუანჟოუში ახორციელებდა, როდესაც ტექნიკური პრობლემებიი შეექმნა და სამხრეთ ჩინეთის გუანქსის პროვინციაში კატასტროფა განიცადა.

ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა უცნობია, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

საავიაციო უსაფრთხოების ქსელის ინფორმაციის თანახმად, ჩინეთში ბოლო ფატალური ავიაკატასტროფა 2010 წელს მოხდა, სადაც ბორტზე მყოფი 96 ადამიანიდან 44 დაიღუპა.