21 მარტს, ევროკომისარმა, ოლივერ ვარგეიმ განაცხადა, რომ ევროკომისია, რაც შეიძლება მალე მოამზადებს ოფიციალურ დასკვნას უკრაინის მზადყოფნის შესახებ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
„ევროკავშირი აგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას დახმარების გაწევით. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა უკრაინის წევრობის განაცხადის შესახებ დასკვნის მიწოდებაზე. ვიმუშავებთ რაც შეიძლება სწრაფად“, - წერს ოლივერ ვარგეი.
ცნობისთბის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ხელი მოაწერა.
1 მარტს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. ახლა, ეს რეზოლუცია გადაეცემა ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომლებსაც უფლება აქვთ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. დოკუმენტი, ასევე, გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. თვითონ რეზოლუცია კი, საკონსულტაციო ხასიათისაა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press