უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გერმანიას და ევროპის ქვეყნებს მიმართა, რომ შეწყვიტონ დაფინანსება რუსეთის „სამხედრო მანქანის“.
მისი თქმით, მათ უნდა განახორციელონ რუსეთზე ზეწოლა, რათა ოკუპნატებმა უკრაინა დატოვონ.
„გერმანელებო, თქვენ ძალა გაქვთ. ევროპას აქვს ძალა, ნებისმიერ რაკეტაზე ძლიერი, ნებისმიერ ტანკზე ძლიერი. თქვენთან ვაჭრობის გარეშე, თქვენი კომპანიებისა და ბანკების გარეშე რუსეთს ამ ომისთვის ფული აღარ ექნება.
გთხოვთ, ნუ აფინანსებთ რუსეთის "სამხედრო მანქანას". არც ერთი ევრო ოკუპანტებისთვის! დახურეთ ყველა თქვენი პორტი, არ მიაწოდოთ სურსათი, უარი თქვით რუსულ ენერგორესურსზე. განახორციელეთ ზეწოლა, რათა რუსეთმა უკრაინა დატოვოს. მჯერა, რომ მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ თქვენ, თითოეულმა ევროპელმა და გერმანელმა უნდა იმოქმედოთ, რათა ამ მშვიდობამდე მივიდეთ. - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press