Foto

აშშ მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვოს

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვოს. ამის შესახებ პრეზიდენტის მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში , დულიპ სინგმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების ახალი პაკეტი შესაძლოა შეეხოს რუსული ბანკებისა და ეკონომიკის სექტორების, მათ შორის, ნავთობისა და გაზის ჩათვლით არსებულ კომპანიებს. 

„ჩვენ შეგვიძლია, გავაფართოვოთ ჩვენი სანქციები, მივიღოთ დამატებითი ზომები, გავაფართოვოთ უკვე მიღებული სანქციები, დავამატოთ მეტი პირი. დავაწესოთ ისინი დიდ სექტორებზე", - განაცხადა სინგმა CBS-სთან ინტერვიუში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, სანქციების გაფართოება გავლენას მოახდენს „უამრავ ბანკსა და სექტორზე, რომელიც აქამდე არ დაზარალებულა".