უკრაინის ქალაქ მელიტოპოლიდან, რომელიც რუსების მიერ არის ოკუპირებული, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი ჟურნალისტი გაიტაცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი ავრცელებს.
„დღეს შეიარაღებული პირები მივიდნენ „მვ ჰოლდინგის“ ჟურნალისტების სახლში და გამომცემელი მიხაილ კუმკო, გამოშვების რედაქტორი ევგენი ბორიანი, ჟურნალისტები იულია ოლიხოვსკაია და ლიუბოვ ჩაიკა, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ცნობით, მოგვიანებით, 3 ჟურნალისტი გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც „თანამშრომლობის აუცილებლობაზე“ ისაუბრეს მათთან, მიხაილ კუმკოს ადგილსამყოფელი კი, ამ დროისთვის, უცნობია.
ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა, ანა მედვიდმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ერთი კვირის წინ დაურეკეს სასაუბროდ და თანამშრომლობა და ერთგულება მოსთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს, რის შემდეგაც, ოფისში მივიდნენ და უნებართვოდ გაჩხრიკეს.
„უნდათ, რომ ვიყოთ ლოიალურები და მხარი დავუჭიროთ მათ. მე თანხმობა არ მივეცი და დავიშალეთ“, - განაცხადა ჰოლდინგის გენდირექტორმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press