ევროკავშირი უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებასა და იარაღის მიწოდებას გაზრდის. ამის შესახებ 21 მარტს, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა, ბრიუსელში სპეციალური საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომამდე განაცხადა.
„ჩვენ გავზრდით ფინანსურ სახსრებს სამხედრო საქონლის შესაძენად 1 მილიარდ ევრომდე, რათა ნათლად განვაცხადოთ, რომ ჩვენ სრული სოლიდარობით ვდგავართ უკრაინის მხარეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინაში სამოქალაქო მოსახლეობის დაცვას“, - განუცხადა ანნალენა ბაერბოკმა ჟურნალისტებს.
„უკრაინას სჭირდება დამატებითი იარაღი. ეს სამკვდრო-სასიცოცხლოა, ჩვენ ომის შუაში ვართ და ამიტომ აბსოლუტური სიფრთხილეა საჭირო იმის თაობაზე, თუ რომელი იარაღი და სად უნდა მივიტანოთ. ჩვენ განვიცდით, რომ რუსეთის მთავრობა აგრძელებს თავისი რიტორიკის ესკალაციას ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, ისევე როგორც ნატო-ს ტერიტორიას“, - დასძინა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა.
ბაერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსმა უნდა აღმოფხვრას ომის სხვა ქვეყნებში გავრცელების ალბათობა. „ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა უკრაინელების მიმართ, მაგრამ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა 450 მილიონი ევროპელის და ნატო-ს წევრების მიმართ. ჩვენ არ შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ სხვა ქვეყნებში მეტი საომარი მოქმედებები იქნება“, - აღნიშნა ანნალენა ბაერბოკმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press