19 მარტს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან რუსეთის ტერიტორიაზე 2 389 ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნულმა უწყებამ საერთაშორისო საზოგადოებას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდა, რათა „რუსეთმა შეწყვიტოს ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“.
„მიღებული ინფორმაციის თანახმად, 19 მარტს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ დეპორტირებულ იქნა 2389 ბავშვი, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში იმყოფებოდნენ.
აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაადგილება, გატაცების ნიშნებია. ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა.
სახლების დანგრევით და მშობლების მკვლელობით, რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთში კიდევ უფრო საფრთხის ქვეშ აყენებს.
ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირება მოახდინოს ბავშვების უკანონო გაყვანაზე, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყვიტოს ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.
ბავშვების გატაცების ფაქტებს, ისევე როგორც უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსი ოკუპანტების დანაშაულის სხვა ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. ამ დანაშაულის ჩამდენი პირები დაისჯებიან“, - აღნიშნულია უკრაინის უწყების განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press