Foto

მიხაილო პოდოლიაკი - ამბები ბიოლაბორატორიების, ნაცისტური ბატალიონების შესახებ უპირობო ტყუილია, მსოფლიომ ეს უარყო

„რუსეთი დაჟინებით ცდილობს, გაამართლოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი უპირობო ტყუილია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამბები ბიოლაბორატორიების, ნაცისტური ბატალიონების, დონეცკის მძიმე არტილერიის დაბომბვის შესახებ, რომელსაც ვითომდა, ათასობით ადამიანი ემსყვერპლა - ტყუილია.

„რუსეთი დაჟინებით ცდილობს, გაამართლოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ისტორიები ბიოლაბორატორიების, ნაცისტური ბატალიონების, დონეცკის მძიმე არტილერიის დაბომბვის შესახებ ათასობით მსხვერპლით... ეს ყველაფერი უპირობო ტყუილია და მსოფლიომ, რომელიც ომს პირდაპირ ეთერში უყურებს, ეს უარყო“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი.