Foto

უკრაინა - ჩერნობილის გარშემო რადიაციული მონიტორები აღარ მუშაობს

21 მარტს, უკრაინის ბირთვულმა მარეგულირებელმა სააგენტომ განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რადიაციის მონიტორებმა მუშაობა შეწყვიტეს.

გავრცელებულ განცხადებაში სააგენტომ ასევე განაცხადა, რომ რეგიონში აღარ არიან მეხანძრეები, რათა დაიცვან ტყეები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დაბინძურებული იყო რადიოაქტიურობით.

განცხადების მიხედვით, არის რისკი, რომ ეს აღნიშნული, მომდევნო კვირებსა და თვეებში, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ქვეყნის საზღვრებს მიღმაც,  რადიაციის გავრცელების კონტროლის „მნიშვნელოვან გაუარესებას“ ნიშნავდეს.

ცნობისთვის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსეთის სამხედროებმა 24 თებერვალს ჩაიგდეს ხელში.