„ინფორმაცია გასაქირავებელი სახლების შესახებ“, „ინფორმაცია ყველა მუსიკალური ღონისძიების შესახებ“, „საუკეთესო ტურები საქართველოში“ - თბილისის ქუჩებში, მსგავსი შინაარსის მქონე ახალი პლაკატები გამოჩნდა. პლაკატებზე დატანილია სპეციალური QR კოდი, რომელიც კონკრეტულად რუსეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზეა გათვლილი. მისი დასკანერების შემთხვევაში პროგრამა რუსებს ყველა საჭირო სერვისს „სთავაზობს“.
პლაკატიდან შესაბამისი ბმულის გახსნის შემდეგ, სასურველი სერვისის ნაცვლად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ აგრესიაზე ჩნდება ინფორმაცია. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ იუწყება.
„ეს არის სამეგობროს ინიციატივა. უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან ჩამოსული ადამიანებისთვის გვინდოდა გვეთქვა სიმართლე... ვიფიქრეთ, როგორ მიგვეტანა ჩვენი სათქმელი - ვიფიქრეთ, რა საჭიროებები ჰქონდათ: ბინის ქირაობა, საბანკო ანგარიშების გახსნა, რესტორნები და ტურები [და ეს გამოვიტანეთ]“, - ეუბნება პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამარ ყიფიანი „რადიო თავისუფლებას“.
ცნობისთვის, იდეის ავტორებმა თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ხუთი სახის პლაკატი გამოაკრეს, რომლის ხილვაც რუსულ და ინგლისურ ენებზეა შესაძლებელი.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press