Foto

რუსეთში ტანკების მწარმოებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით,  რუსეთში ტანკების მწარმოებელი ქარხნის "ურალზავოდიმ"  მუშაობა შეჩერებულია. 

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები დაზიანებული იარაღისა და აღჭურვილობის შეკეთების და აღდგენის გადაუდებელ აუცილებლობას საჭიროებენ.

"ეს კომპანიები სპეციალიზებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის წარმოებასა და შეკეთებაში. უცხოური წარმოების კომპონენტების არქონის გამო, "ურალზავოდისა" და "ჩელიაბინსკის" ტანკების მწარმოებელი ქარხნის მუშაობა შეჩერებულია ",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ურალზავოდი“ დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის სანქციების ქვეშ მოექცა.