იაპონიასა და რუსეთს შორის შექმნილი ვითარება კრემლის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია. - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ ტოკიოსთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შეჩერება უსამართლოა.
"მთელი ეს ვითარება შეიქმნა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად და რუსეთის პასუხი ეს ყველაფერი რუსეთ-იაპონიის ურთიერთობებზე გადაიტანონ, არის უსამართლობა და სრულად მიუღებელი", - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ საპარლამენტო კომიტეტს.
ამასთან პრემიერმა დასძინა, რომ ”იაპონიამ მტკიცედ უნდა განაგრძოს რუსეთის სანქციების დაწესება დანარჩენ მსოფლიოსთან თანამშრომლობით,” .
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს რუსეთის ფედერაციის ელჩი, მიხაილ გალუზინი, რომელთანაც გააპროტესტეს რუსეთის გადაწყვეტილება.
ამასთან, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ტაკეო მორიმ განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გაუმართლებელია და ფაქტი საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press