უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი 24 მარტს, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს.
"უკრაინა სამიტში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. რა ფორმით ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ. სულ მცირე ეს იქნება პრეზიდენტის მიმართვა, მაქსიმუმი - სრული ჩართულობა, რა თქმა უნდა, ვიდეოფორმატში“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამიტზე რუსეთის მიერ უკრაინის მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრებს.
24 მარტს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press