რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობო მისიების გაგზავნა რუსეთისა და ნატო-ს შეიარაღებული ძალების პირდაპირი შეტაკება იქნება. - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა განაცხადეს უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის შესახებ. იმედი მაქვს მიხვდებიან რა არის სასწორზე. ეს იქნება პირდაპირი შეტაკება რუსეთისა და ნატო-ს შეიარაღებულ ძალებს შორის, რომლის არიდება ყველას არა მარტო უნდოდა, არამედ ამბობდნენ, რომ არასოდეს უნდა მომხდარიყო." - განაცხადა ლავროვმა.
გასულ კვირას პოლონეთმა განაცხადა, რომ გეგმავს ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს. შეგასენებთ, ნატო-ს საგანგებო სამიტი 24 მარტს, ბრიუსელში გაიმართება და მას ალიანსის წევრი სახელმწიფოთა ლიდერები დაესწრებიან, სადაც პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა გეგმავს აღნიშნულ ინიციატივაზე ისაუბროს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press