Foto

პოლონეთი 45 რუს დიპლომატს, ჯაშუშობისთვის, ქვეყნიდან გააძევებს

პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტომ მოამზადა 45 რუსი დიპლომატის სია, რომლებსაც ქვეყნიდან გააძევებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC Onet წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დიპლომატები, რომლებსაც პოლონეთი ქვეყნიდან გააძევებს, რუსული სპეცსამსახურების ოფიცრები იყვნენ.

პოლონეთის სპეცსამსახურში აცხადებენ, რომ მიეწოდათ მასალები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს დიპლომატები და მათი თანამშრომლები, სავარაუდოდ, ახორციელებდნენ სადაზვერო ოპერაციებს პოლონეთის სტაბილურობის წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნიდნენ მის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას.

დოკუმენტებიდან გამომდინარე, პოლონეთის ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე, რომ დიპლომატების საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ „რია ნოვოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული მხარე „შესაბამის პასუხს“ გასცემს პოლონეთიდან 40-მდე რუსი დიპლომატის შესაძლო გაძევებას.