უკრაინაში დღეს ოთხი ატომური ელექტროსადგურია. ეს არის 15 ბირთვული ერთეული და ყველა მათგანი საფრთხის ქვეშაა. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტისადმი მიმართვისას ისაუბრა.
"უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ წლები დასჭირდება იმ ზიანის ინვესტირებას, რაც მათ მიაყენეს ჩერნობილის მიწას, რადიოაქტიური მასალებისა და რადიოაქტიური მტვრის დამარხვას. უკრაინაში ოთხი ატომური ელექტროსადგურია. ეს არის 15 ბირთვული ერთეული და ყველა მათგანი საფრთხის ქვეშაა." - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან ზელენსკიმ რადიაციის საფრთხეზეც ისაუბრა და იაპონიის მთავრობას ჩერნობილის კატასტროფა და სირიაში რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები შეახსენა.
"ჩერნობილის სადგურის ირგვლივ 30-კილომეტრიანი ზონა დახურულია. ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რუსეთი შესაძლოა, სათავისო მიზნებით იყენებდეს. ომის დასრულების შემდეგ კვლევებს წლები დასჭირდება, რათა საფუძვლიანად შევისწავლოთ, რა ჩაიდინა იქ რუსეთმა, რა ზიანი მიაყენა ელექტროსადგურს.
თქვენ პირველი იყავით აზიაში, ვინც რეალურად მოახდინა ზეწოლა რუსეთზე მშვიდობის აღსადგენად. ვინც დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მოგიწოდებთ ასე გააგრძელოთ ამ სასტიკი ომის შესაჩერებლად." - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press