ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება საერთოდ შეცვლის კონფლიქტის ბუნებასა და არსს. - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, 24 მარტს ალიანსის საგანგებო სამიტზე ლიდერები შეთანხმდებიან ნატოს-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაძლიერების შესახებ.
"ჩვენ გავაორმაგეთ ნატოს ჯარები. 40 000-მდე ჯარისკაცი მზადყოფნაშია, უბრალოდ ნატოს ბრძანებას ელოდება, ასევე იზრდება ჯარისკაცების რაოდენობა ამერიკის მხრიდანაც. დანარჩენ გადაწყვეტილებებს უკვე ხვალ მივიღებთ.
რაც შეეხება ქიმიურ იარაღებს, პირველ რიგში, ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება საერთოდ შეცვლის კონფლიქტის ბუნებასა და არსს. ყველანაირად მიუღებელია ნებისმიერი სახის ქიმიური იარაღის გამოყენება,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press