რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 58 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ჩაცხრილეს. შედეგად, 6 უკრაინელი მედიკოსი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ „ფეისბუკ“-ის გვერდზე განაცხადა.
„ომმა ყველაფერი შეცვალა: გეგმები, პრიორიტეტები, მოსაზრებები. არასდროს მიფიქრია, რომ მედიცინის მუშაკებისთვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტები შოვნა დაგვჭირდებოდა, მაგრამ რუსი ტერორისტების ქმედებები, რომლებმაც უკვე 58 სასწრაფო სამედიცინო მანქანა დაბომბეს და ჩვენი 6 მედიკოსი მოკლეს,იძულებულნი ვართ, ეს გავაკეთოთ“, - განაცხადა ვიქტორ ლიაშკომ.
მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ტყვიაგაუმტარი ჟილეტების პირველი პარტია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაკებს, უკვე გადაეცათ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press