ყოფილმა ტელეწამყვანმა და საფრანგეთში, რუსეთის „პირველი არხის“ კორესპონდენტმა, ჟანა აგალაკოვამ პარიზში, პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, იგი თანამდებობას ტოვებდა.
გარდა ამისა, ყოფილმა წამყვანმა დაგმო კრემლის პროპაგანდა და მოუწოდა რუსებს, რომ „ზომბები“ არ გამხდარიყვნენ.
„ჩემთვის შეკითხვა არ მდგომარეობდა, გამეგრძელებინა თუ არა სამუშაო ან დავარქმევდით თუ არა იმას, რაც უკრაინაში ხდება „სამშვიდობო ოპერაციას“... მინდა რუსეთში მომისმინონ, მსურს ისწავლონ პროპაგანდის გარჩევა და ინფორმაციის სხვა წყაროების მოძიება, მინდა ხალხმა ზომბირება შეწყვიტოს“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟანა აგალაკოვა რუსეთის „პირველი არხზე“ 20 წელი მუშაობდა. მედიის ცნობით, მან გადადგომის შესახებ განცხადება 3 მარტს დაწერა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press