რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეიძლება ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს, რადგან ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინულ და რუსულ ხორბლის იმპორტზე, დეფიციტს წააწყდებიან. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა განაცხადა.
„სასურსათო, საწვავის და სასუქების ფასები მკვეთრად იზრდება, მიწოდების ჯაჭვები ირღვევა. ეს ყველაფერი ყველაზე მეტად, ღარიბებს ურტყამს და პოლიტიკურ არასტაბილურობასა და არეულობაში, მთელ მსოფლიოში თესლს თესავს“, - თქვა გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
გუტერესის თქმით, ხორბლის ნახევარი მაიც, ეგვიპტეს, ლიბანს, ლიბიას, სომალს, სუდანსა და იემენს უკრაინიდან ან რუსეთიდან შემოაქვს.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ უკვე გამოიწვია ხორბლის ფასების ზრდა, რამაც გამოიწვია საკვები პროდუქტების ფასების ინფლაცია.
რუსეთი და უკრაინა ერთად ხორბლის გლობალური წარმოების 14%-ს და მთელი ხორბლის ექსპორტის 29%-ს შეადგენენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press