Foto

აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივანი ქალი, მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა

აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივანი ქალი, მადლენ ოლბრაიტი 85 წლის ასაკში, კიბოთი გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ოჯახმა 23 მარტს, განაცხადა.

იგი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა ამერიკის უმაღლეს დიპლომატიდ, 1996 წელს აირჩია.

მადლენ ოლბრაიტი აღნიშნულ თანამდებობაზე კლინტონის ადმინისტრაციის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა.

იმ დროისთვის, აშშ-ს მთავრობის ისტორიაში, იგი ყველაზე მაღალი რანგის ქალი იყო.