„ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს - დავამარცხოთ ვლადიმერ პუტინი“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერ“-ზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მოკავშირეებთან ერთად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „ძლიერ ქმედებებს“ ახორციელებს.
„უკრაინელი ხალხი მამაცურად იბრძვის. ისინი თავიანთ დემოკრატიასა და ევროპულ ღირებულებებს იცავენ. ევროკავშირი მოკავშირეებთან ერთად, კრემლის წინააღმდეგ ძლიერ ქმედებებს ახორციელებს", - წერს შარლ მიშელი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „ევროპული სამშვიდობო ფონდის შექმნის გადაწყვეტილება - უკრაინაში სამხედრო ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია".
„ეს გვიჩვენებს, რომ მშვიდობისა და ჩვენი ღირებულებების სამსახურში ევროპას აქვს გავლენისა და ძალაუფლების რეალური შესაძლებლობა", - წერს შარლ მიშელი „ტვიტერ"-ზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press