Foto

ლიტვის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა - იგი ადგილზე, ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა

ლიტვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუშაუსკასი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ იგი ინფორმაციას „ტვიტერ“-ზე ავრცელებს.

ადგილზე, იგი თავის უკრაინელ კოლეგას, უკრაინის თავდაცვის მინისტრ, ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა.

„დღეს, კიევში ჩავედი, რათა უკრაინის თავდაცვის მინისტრს შევხვედროდი. ვისაუბრეთ კიევისა და მთლიანად უკრაინის დაცვის შესახებ. რეზნიკოვმა ბევრი რამ მაჩვენა. მან მითხრა, რომ სხვა ქვეყნის პირველი თავდაცვის მინისტრი ვარ, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ჩავიდა. სუვერენულმა სახელმწიფოებმა უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა“, -  წერს ლიტვის თავდაცვის მინისტრი.