ბრიუსელში დღეს NATO-ს, მოგვიანებით კი ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის სამიტები უნდა დაიწყოს.
სამიტებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრება, რომელიც ბრიუსელში გუშინ ჩაფრინდა.
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის საგანგებო სამიტზე ლიდერები შეთანხმდებიან ნატოს-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაძლიერების შესახებ.
"ველი, რომ ჩვენ შევთანხმდებით, გავაძლიეროთ მორგებული მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რისკის ქვეშ არიან რუსეთის ზეწოლის გამო. გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ხვალ მივიღებთ, შორსმიმავალი შედეგები ექნება. ჩვენი უსაფრთხოების ძირითადი გაძლიერება მოითხოვს დიდ ინვესტიციებს თავდაცვაში. ამიტომ, მე ველი, რომ მოკავშირეები დათანხმდებიან გააორმაგონ ძალისხმევა მეტი ინვესტიციისთვის. ,"- განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, პოლონეთი გეგმავს, სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს. სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვა დანიამაც.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press