გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის მიერ შემუშავებული რეზოლუცია უკრაინაში დახმარების ხელმისაწვდომობისა და სამოქალაქო დაცვის შესახებ, რომელშიც მოსკოვის როლი ნახსენები არ არის ჩავარდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გამცემა Reuters- ი ავრცელებს.
მათივე ცნობით რეზოლუციას მხარი მხოლოდ რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირა, ხოლო დანარჩენებმა 13 წევრმა საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, ინდოეთმა, ირლანდიამ, კენიაში, მექსიკამ, ნორვეგიამ, ალბანეთმა, ბრაზილიამა, გაბონმა, განამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თავი შეიკავა.
"რუსეთი რომ ზრუნავდეს უკრაინაში ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ის შეწყვეტდა ბავშვების დახოცვას და უკრაინის ალყაში მოქცევას. ", - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა გაეროში ბარბარა ვუდვორდმა კენჭისყრის შემდეგ.
რუსული რეზოლუცია გააკრიტიკა აშშ-ს ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა.
ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, უშიშროების საბჭო არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთის მზაკვრულ თამაშში. "უკრაინის ომში მხოლოდ რუსეთია დამნაშავე", - ამბობს ის.
რეზოლუციის ტექსტი შეიცავს მოწოდებებს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის“. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ილუზიაა, რომლის შექმნასაც მოსკოვი ცდილობს.
ცნობისთვის, უშიშროების საბჭოს რეზოლუციას მიღებისთვის მინიმუმ 9 ხმა სჭირდება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press